
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით "რუსული კლუბის" პატივსაცემად საღამო სახელწოდებით, "Ето было недавно" იმართება.
საღამო 19 თებერვალს, 19:30 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ-მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტი ეძღვნება საერთაშორისო კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრის -„რუსული კლუბის “ 10 წლის იუბილეს და კლუბის ჟურნალის - „რუსკი კლუბის“მეასე ნომრის გამოშვებას.
უწყების ცნობით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა შემსრულებლები: ნათია პერანიძე, სალომე კორკოტაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნუცა ქირია, ლელი ჯანხოთელი და სხვა შემსრულებლები.
კონცერტის ორგანიზატორი და კონცერტმეისტერია მარიამ ოსიტაშვილი.