
პოპულარული გამოცემა „The Wall Street Journal“ მიხეილ სააკაშვილს „ქართველ ჯორჯ ვაშინგტონს“ უწოდებს.
გამომცემლობა აღნიშნავს, რომ ის არაპოპულარული და დაუფასებელი ტოვებს ხელისუფლებას, თუმცა, გამოთქვამს იმედს, რომ ისტორია მას ბევრად უფრო ლმობიერად განსჯის.
სტატიის ავტორი სააკაშვილის მიერ გატარებულ რეფორმებზე წერს და აღნიშნავს, რომ
„10–წლიანი მმართველობის პერიოდში სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ძირეულ საკითხებში მართალი იყო და ქვეყანას, რომელიც რუსეთის ჩექმის პირობებში ქვეყნის გადარჩენას ცდილობდა, ენერგია შემატა და იდეალები გაუჩინა.
„სააკაშვილმა რეფორმა გაატარა საგზაო პოლიციაში, რომელიც მექრთამეობით იკვებებეოდა; მისი მმართველობის პერიოდში ეკონომიკა 6%–ით გაიზარდა, თუმცა 2007 წელს არამყარი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ერის ქარიზმატულმა ლიდერმა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები დაშალა, დახურა ეროვნული არხი, 2008 წელს კი ვლადიმერ პუტინის რუსეთთან ომი გამოიარა. მიხელ სააკაშვილი ქართველი ჯორჯ ვაშინგტონია, რომელიც ტოვებს თანამდებობას მას შემდეგ, რაც რეგიონში დემოკრატიის განვითარებას შეუწყო ხელი – რეგიონში, სადაც ლიდერები ძირითადად დიქტატორებად გვევლინებოდნენ. ივანიშვილმა პატივი უნდა სცეს მის მიღწევებს, შეინარჩუნოს საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყნად და უარი თქვას პოლიტიკურ შურისძიებაზე“- წერს The Wall Street Journal.