
ბაჩო ახალაია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
ინფორმაციას ანი ნადარეიშვილი და ბაჩო ახალაიას ადვოკატები ადასტურებენ.
"ბაჩოს ადვოკატების, ჩვენი, ოჯახის წევრთა და სხვების პოზიცია ასეთია, რომ მან აუცილებლად უნდა მიმართოს პრეზიდენტს, რადგან ეს არის ქურდების მიერ გამოტანილი განაჩენი. როგორც მოგეხსენებათ, ყველა დანარჩენ ბრალდებებზე ბაჩო გამართლდა და ჩვენ ამისი მორალური უფლებაც გვაქვს", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების თხოვნაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ბაჩო ახლაიას მიმართ უკვე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით ანულირებული იქნება და ამ ეპიზოდზე ხელახლა ბრალის წარდგენა პროკურატურას აღარ შეეძლება.
იქედან გამომდინარე, რომ ორ ეპიზოდზე ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა, რჩება მხოლოდ ერთი ბრალდება, რომელიც წინასწარ ძიებაშია და რის გამოც ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა, უკვე მეხუთედ აქვს მისჯილი: სანდრო გირვლიანის საქმესთან დაკავშირებით თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც, მაქსიმუმ, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.