
დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ისეთი სახელმწიფო გახდება, რომელშიც აფხაზები და ოსები თავად მოისურვებენ ცხოვრებას.
"რამდენი შეიძლება ისაუბრო აფხაზური პრობლემების განხილვის ქართულ-რუსულ ფორმატზე? და ყველაზე მთავარი: არ მოუნდებათ აფხაზებს საქართველოში ცხოვრება, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლისთვისაც საქართველო არა მხოლოდ მტრული, არამედ სრულიად უცხო სახელმწიფოა. დამოუკიდებელ აფხაზეთს ალტერნატივა არ აქვს", - წერს ირაკლი ხინთბა.