
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის შემცვლელის პოსტზე ერთ-ერთ ვარიანტად შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაც განიხილება.
"დარწმუნებული ვარ, ხვალ საკმაოდ ობიექტური და სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი, რასაც პრესას და საზოგადოებას თავად კოალიციის ლიდერები აცნობებენ. მოდით ვთქვათ, რომ პრემიერის პოსტზე ღარიბაშილის კანდიდატურა ერთ-ერთ ვერსიად განიხილება,"- განაცხადა მანანა კობახიძემ.