
წალენჯიხიდან მიღებული ინფორმაციით, უკვე მეორე დღეა, წალენჯიხის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. ამის მიზეზი უკვე გაყვანილი სასმელი წყლის მილების სასწრაფო დემონტაჟის დაწყება გახდა.
როგორც გაირკვა, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მილები აერია და შეცდომით, რამდენიმე ადგილას მაზუთიანი მილები დაამონტაჟა. სასმელი წყლის გაშვების შემდეგ მოსახლეობამ მაზუთიანი წყალი მიიღო. ჯერჯერობით არაა აღრიცხული, დაუზიანდათ თუ არა ჯანმრთელობა ამ შეცდომის გამო მოქალაქეებს.
წყლის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ კომპანიამ მაზუთიანი მილების დემონტაჟი და მათი ახლით შეცვლის პროცესი დაიწყო, მასვე მოუწევს წყლის სათავე ნაგებობის გასუფთავებისთვის საჭირო თანხის გაღება.