
ბიგვავამ “თავისუფალი ზონის” აქციის მიმართულებით ცოცხი ისროლა.
„თავისუფალი ზონის“ ოფისთან ორი აქცია მიმდინარეობს. „თავისუფალი თაობა“ „თავისუფალი ზონის“ წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებს.
აქციას მართავს „თავისუფალი ზონაც“.
„თავისუფალ ზონასა“ და „თავისუფალ თაობას“ შორის სამართალდამცველებმა ბარიკადები ჩადგეს და მათ ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ვითარება დაიძაბა.
დაპირისპირებული მხარეები ისროდნენ ბოთლებს, კვერცხებს და სხვადასხვა საგნებს, ცოცხებსაც. სწორედ ამ დროს დააკავა პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ზურაბ ბიგვავა.