თუ 30 წელს მიუკაკუნე, გათხოვილი არ ხარ და არც საქმრო გყავს...

Image

უკაცრავად, მაგრამ შენ „ჩაწოლილი საქონელი“ ხარ საქართველოში…

 

რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ბედი, არავინ დაგვნიშნა აკვანში, არავინ შეგვიყვარდა მერხიდან, ან სულაც, ერთ დროს, ან მრავალგზის ჩვენ შევიკავეთ თავი გათხოვებისგან.

 

ახლა სინანული გვიანია…მათ უკვე ცოლები ჰყავთ, ან ჩვენზე 10 წლით უმცროსი შეყვარებულები და „გერლფრენდები“…

 

პრობლემები სახლში

 

მამა სულ გახსენებს, რომ ქორწილში ქეიფი მოენატრა, დედა ჩაგჩიჩინებს, რომ პატარას გაზრდა მოენატრა, და გეუბნება, რომ დიდი ხანია მისთვის საიდუმლო არ მოგიყოლია, ძმა კი გამუდმებით გეკითხება, ვინ არის ფოტოზე შემთხვევით მოხვედრილი ბიჭი…

 

– მამა,- ქორწილის გადახდა არ მინდა…

 

– დედა,- მინდა ჩემი შვილი მე გავზარდო…

 

– და, – საიდუმლოებებს სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ გიყვები… შენ ხომ ყველაფერი დედასთან მოყევი…

 

– ძმა, – 10 წლის წინ რომ მაწუხებდნენ, ახლა ეგრე აღარ არის…

 

გინდა ეს ყველაფერი პირში მიახალო, მაგრამ ამხელა „სტრესისთვის“ ვერც ერთს ვერ იმეტებ…

 

პრობლემები და უხერხულობები მეგობრებთან

 

სიტუაცია # 1 – სიტუაცია ბარში, კლუბში, რესტორანში, ან სადაც გენებოთ…

 

– გახედე, ის ბიჭი სულ შენ გიყურებს, ნახე რა კაი ტიპია… გახედავ და ბიჭი ვიღაც გოგოს 3 ნომერ ძუძუს მიშტერებია, ან დინამიკთან თვალებდახუჭული ცეკვავს, ან ხინკალს ჩაშტერებია და ცდილობს, წვენი არ დაექცეს…

 

სიტუაცია #2 – ჭორაობა „მეჟდუ ნამი დევოჩკამი“

 

– ამ კაცებს თვალები უკანალში აქვთ… „ტაკიე დევოჩკი, კაკ ტი, ნა ულიცე ნე ვალიაუტსა“… ნეტა შენ გაგიმართლოს და ჩემს თავს რას ვჩივი…

ნახე, გოგოო, იმ მახინჯმა რა ქმარი დაითრია?.. ორი აგური უნდა გეჭიროს ხელში… მაინც ვერ გავიგე, რას ერჩი ამ ტატოს, კარგი ბიჭია…

 

ცოტა შენც გამოიჩინე ყურადღება, სითბო, ასე არ შეიძლება…

 

სიტუაცია #3 – მაჭანკლობა

 

უხერხულია ამ თემაზე წერა, ისედაც ყველაფერი გასაგებია და ყველა მცდელობა კრახით სრულდება, პლუს შენს კეთილის მსურველთან კამათით და იმის მტკიცებით, რომ გათხოვებისთვის არ იბრძვი…

 

შეხვედრა ძველ ნაცნობებთან

 

– რას შვრები, მომიყევი? ხომ არ დაოჯახდი? არც აპირებ? რატო მერე, რატო? უკვე დროა…

 

და ბოლოს, ყველაზე რთული – ნუგეშის მოცემა: არა უშავს, გამოჩნდება აუცილებლად შენი პრინციც… (შენი დედა მოვ&*@ააან) და მთელი დღე გაფუჭებულია…

 

გამოსავლის ძიება

 

1. შენზე მრავალი წლის განმავლობაში ყურებამდე შეყვარებულ ბიჭზე ცოლად გაყოლა, რომელთანაც არ იცი, ღამით ლოგინში ჩაის სმის გარდა, რამის გაკეთება თუ შეიძლება;

 

2. მონადირე ქალად გადაქცევა – კლუბებში სიარული, მოკლე შავი კაბით, ტუჩზე წითელი საცხით და აუცილებლად ველური მზერით აქეთ-იქით ყურება;

 

3. საქართველოდან წასვლა ევროპაში, უკეთეს შემთხვევაში – ამერიკაში და მილიონერი ქმრის “შოვნა”;

 

4. გაბოზება;

 

5. ბავშვის გაჩენა „ლევად“ და შეგუება, რომ არ თხოვდები;

 

6. რომ დავუწვე, ცოლად მომიყვანს?

 

არჩევანი არც ისე დიდი, მაგრამ მრავალფეროვანია… აირჩიეთ, ქალბატონებო, სხვა რა დაგრჩენიათ…

 

P.S. მე 3 თვე დამრჩა 30 წლამდე… დაბადების დღის ტორტის სანთლებს რომ ჩავაქრობ, გათხოვებაზე სურვილს მაინც არ დავხარჯავ, მე ვისურვებ დიდ სიყვარულს, თანაც “არაუღელდადგმულს” …

 

http://kvira.ge/

რედაქტორის რჩევით

კორონავირუსით დაინფიცირების ერთ-ერთი რისკფაქტორი სიმსუქნეა- ნიდერლანდელი ექიმები

2020-03-31 14:31
ნიდერლანდელი ექიმები კორონავირუსით დაინფიცირების რისკფაქტორად სიმსუქნეს ასახელებენ. გამოცემა,...

ერთ-ერთი ახალი პაციენტი ლომბარდის თანამშრომელია და მისი ინფიცირების წყარო უცნობია

2020-03-31 14:10
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტი, რომელსაც გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა,...

თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს და ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს

2020-03-31 14:03
სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს და ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ...

ვითიბი ბანკი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს Kia -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს

2020-03-31 13:54
ვითიბი ბანკი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს Kia -ს მარკის...
რჩეული ვიდეოები

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 14:17
კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

მღვდელმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა( ვიდეო)

2020-03-27 16:10
წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. 

თბილისში კაცი კორპუსის სახურავზე ველოსიპედით სეირნობს(ვიდეო)

2020-03-27 11:43
დღეს ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სეირნობს კაცი ველოსიპედით მრავალსართულიანი სახლის სახურავზე.

სუფრის გაშლის გამო მარნეულში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

2020-03-23 18:15
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6363
0.0131
100
RUB
 - 
4.1226
0.0942
1
USD
 - 
3.2845
0.0051