
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი იმ დროს იხსენებს, როდესაც მისმა საკონკურსო თემამ კორუფციის თაობაზე გაიმარჯვა.
მეცხრეკლასელს პრიზი საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ გადასცა.
„პარლამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის, მეცხრე კლასში თემა დავწერე - „არის თუ არა კორუფცია ჩემი პრობლემა“.
ძალინ სერიოზული კონკურსი იყო. გამარჯვებულს ფულადი პრიზით აჯილდოებდნენ და რა გასაკვირია, რომ მასში საქართველოს არსებული თითქმის ყველა სკოლა ჩაერთო. ჩემს პედაგოგს უთხრეს, - ამ ბავშვის თემას, ალბათ, არც კი წაიკითხავენ, იმდენი განაცხადიაო.
მაგრამ, გამიმართლა და პარლამენტში დამიბარეს. იქ შევიტყვე, რომ პირველი ადგილი მე მხვდა წილად.
პრიზი ზურაბ ჟვანიამ ალექსანდრე კარტოზიასა და ელენე თევდორაძის თანდასწრებით გადმომცა, შემდეგ კი მითხრა: მარიამ, შენი თემა აშკარად, ბავშვის ხელითაა დაწერილი, ისეთი შედევრია, სულ მაგიდაზე მექნება, კაცმა ის ყოველდღე უნდა წაიკითხოსო.
მერე პარლამენტის სხდომაზე მიმიწვიეს. მახსოვს, ზურაბმა გამოაცხადა, - ფეხზე ადექით, ჩვენ უნიჭიერესი მარიამ კუბლაშვილი გვესწრება, მივესალმოთ მასო. ჩემთვის ეს პირველი და დაუვიწყარი წარმატება იყო“, - გაიხსენა მარიამ კუბლაშვილმა.
„გზა“