რატომ მიაყენა ძმამ დას დანით 7 ჭრილობა

Image

შემთხვევა პანკისის ხეობის სოფელ დუისში მოხდა.  33 წლის რუსუდან ხანგოშვილს 7 ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული.

 

 

დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა.

 

„ახლაც სუსტად არის რუსუდანი, თუმცა, გადარჩა... ოთხი და-ძმანი არიან, მაგრამ ის გამოირჩეულად განათლებული იყო. ვაჰაბიზმის მიმდევარია მისი ძმა.

 

მშობლები ძალიან პატიოსანი და წესიერი ხალხია. ძმის ამბავს განიცდიდა ყველა...

 

ასკეტური ყაიდის ადამიანია, ძალიან მორწმუნე, ოჯახის წევრების მიმართ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო. სხვები უთმენდნენ. რუსუდანი, განათლებული, გამოსული გოგოა.

 

ისეთი გახსნილი გონება აქვს, პანკისის ხეობის მცხოვრებისთვის თეთრ ყვავად იქცა. ძმისთვის კი, განსაკუთრებით...

 

პირველი კონფლიქტი მაშინ მოუვიდათ, როდესაც რუსუდანმა ნორმატივები ჩააბარა და ადგილობრივი პოლიციის ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. რუსუდანის ამ გადაწყვეტილებას ოჯახში დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და მუდმივად კამათის საგანი იყო.

 

საქმეს ისიც ართულებდა, რომ რუსუდანის სამსახური არც მის ახლობლებს მოსწონდათ და ამას მუდმივად საყვედურობდნენ მის ძმას, - გოგოს ვერ პატრონობო...

 

რუსუდანი მუდმივად ძმის ზეწოლის ქვეშ იყო. სულ ამბობდა, - რატომ ვიარო ისე, როგორც სხვებს უნდათ, რას ვაშავებ თუ მოკლე კაბას, ან შარვალს ჩავიცვამო... გრძელი კაბის გარეშე გარეთ გამოსვლა აქ ცუდ ტონად ითვლება...

 

პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ, სკოლაში დაიწყო მუშაობა. საგანმათლებლო დაწესებულებაში ისე დადიოდა, როგორც მის სამსახურს შეეფერებოდა, - მოვლილი და კარგად ჩაცმული.

 

ძმა კი სამსახურიდან წამოსვლას, ტრადიციული სამოსისა და ჰიჯაბის ტარებასაც სთხოვდა. ანუ სარწმუნოების ნიადაგზე საკმაოდ ხშირად ჰქონდათ შელაპარაკება, რადგან ვაჰაბიტთა ოჯახის ქალები დუისში ჰიჯაბს ატარებენ,“ - ყვება ოჯახის ახლობელი.

„კვირის პალიტრა“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !