
ეკონომიკური საბჭო მთვრობას ავტომობილების ტექდათვალიერების ვალდებულების ამოქმედების 2 წლით გადავადების რეკომენდაციას აძლევს.
საქართველოში ავტომობილების პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ეკონომიკური საბჭოს სხდომა პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური საბჭოს რეკომენდაციას მთავრობა გაითვალისწინებს - ავტომობილების სავალდებულო ტექ. დათვალიერების ვადა, 2015 წლის ნაცვლად 2017 წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში.