
"თავისუფალი თაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც "თავისუფალი ზონის" წევრები ოფისზე თავდასხმას აპირებდნენ, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი "თავისუფალი თაობის" ოფისთან გვიან ღამემდე რჩებოდა, თუმცა, სიტუაცია არ დაძაბულა.
ამასთან, "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამოძიებისთვის პროკურატურას ერთკვირიანი ვადა დაუწესეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აპირებენ, სასამართლოში თავად შეიტანონ სარჩელი "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, დღეს, 15:00 საათზე, "თავისუფალი ზონის" ოფისთან, პეკინის ქუჩაზე მორიგი აქციაა დაანონსებული.