უვარგისი ქმრების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Image

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცები ისევე როგორც ქალები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, აქტიურ და შედარებით უფრო პასიურ, რბილ, ლაბილურ ინდივიდებად იყოფიან.

 

შესაბამისად, ის თუ რამდენად აქვს შანსი თქვენ მამაკაცს წარმატებული და შემდგარი პიროვნება იყოს ცხოვრებაში, დიდწილად არის დამოკიდებული მისი ზოდიაქოს ნიშნის უმთავრეს მახასიათებლებზე...  თუმცა, მაინც არსებობენ გამონაკლისები.

 

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული მამაკაცების ტოპ-სამეულს:

 

სასწორი – მისი პრობლემა მერყევი ხასიათია. იგი მუდმივად ელის ცხოვრებაში იმას, რომ ერთ დღესაც ზეცა გაიხსნება და წარმატება მას თავად "გამოიცეკვებს" ცხოვრების აქტიურ ფერხულში ჩასართავად.

 

თუკი გვერდით ძლიერი ქალი ჰყავს ცხოვრების მეგზურად (და ეს როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში ასეც არის, იმიტომ რომ მისი ვიზუალური მონაცემები და მჭერმეტყველება ქალებს მარტივად ახვევს თავბრუს), მამაკაცი სასწორი ბოჰემურ უსაქმურობაში გაატარებს ცხოვრების საუკეთესო წლებს და ყოველთვის ექნება მიზეზი იმის ასახსნელად თუ რატომ იქცევა ასე.

 

სასწორები პოლემიკისა და კამათის დიდოსტატები არიან. შესაბამისად, თუ მასთან კამათს დააპირებთ ამ თემაზე, იგი აუცილებლად მოახერხებს დაგიმტკიცოთ საპირისპირო და თავს უსაქმურად არც არასოდეს აღიარებს.

 

მას რომ ჰკითხოთ – უბრალოდ შესაფერის დროსა და პერსპექტიულ წინადადებებს ელოდება, რომელიც არა და არ ჩანს... და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს არც არასოდეს გამოჩნდება, სანამ იგი ზის და ელის.

 

მშვილდოსანი – ე.წ. "ცუდი ბიჭების" კატეგორიის უსაქმურია. მისი "საქმე" ყველაზე ხშირად არის უბნის ბირჟა, ძმაკაცების ხმაურიანი თავყრილობა, თამაში, ალკოჰოლი და ა.შ.

 

როგორც წესი სახლში, დივანზე წამოწოლილს როგორც ჭეშმარიტ უსაქმურს მხოლოდ მაშინ ნახავთ თუკი ნაბახუსევზეა წინა ღამის ლოთობის შემდეგ; ისე კი გამუდმებით "ეჩქარება" და ყოველთვის ვიღაცის დასახმარებლად და საშველად გარბის...

 

ძმაკაცების სული და გულია, მათთვის არაფერი ენანება. სამაგიეროდ, საკუთრ ოჯახში ტირანივთ ან უფრო უკეთესი, გადამფრენი ფრინველივით იქცევა. პერიოდულად ათევს ღამეს და დილით ისევ "გადაუდებელ საქმეებზე" გარბის, რომელიც არა და არ თავდება.

 

თევზები – ჩამოთვლილთაგან, ყველაზე რთული კატეგორიის უსაქმურია, რომელიც გამოსწორებას თითქმის არასოდეს ექვემდებარება. ამ კაცს სასმელი ურჩევნია ნებისმიერ ქალთან ურთიერთობას, ამიტომ ხშირად აკეთებს ხოლმე არჩევანს ოჯახსა და ვისკის ბოთლს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.

 

ვინმემ რომ ჰკითხოს, სმა და უსაქმურობა სულაც არ ეხალისება, უბრალოდ ამ ცხოვრებას ვერაფრით უწყობს ფეხს და რა აკეთოს სხვა, დალევის გარდა?

 

ასე იქარვებს გულის დარდებს და ელის უფრო უკეთეს მომავალს ან უკეთეს შემთხვევაში კეთილ მეცენატებს, რომლებიც მის ნიჭსა და ტალანტს ჯეროვნად დააფასებენ და ხელს შეუწყობენ პროფესიულ განვითარებაში.

 

astrologi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !