
ჟურნალისტ ეკა ბერიძის თქმით, ექსპრემიერს დიდი პატივს ცემს და თუ მისი სურვილი იქნება, აუცილებლად გვერდით დაუდგება.
„საინტერესო იქნება, რადგან ეს ადამიანი ყველა ამპულაში განსხვავებულია.
მან მართლა განსხვავებული გზა გაიარა და ვერავინ მოედავება – მისი ბიოგრაფიის ყველა ნიუანსი იცის ყველამ.
ივანიშვილის ბანკი რუსეთში ერთადერთი იყო, რომელმაც ხალხს ვალები გაუსტუმრა. ის პოლიტიკაშიც განსხვავებული ფიგურა იყო, თუ გადაცემის წაყვანას გადაწყვეტს, საინტერესო და განსხვავებული იქნება.
თუ ბიძინა ივანიშვილის სურვილი ექნება, რომ მე თანაწამყვანი ვიყო, აუცილებლად დავთანხმდები, რადგან მას დიდი პატივს ვცემ. ამ შემთხვევაში ეს იქნება განმსაზღვრელი და არა ის, რომ მე მინდა გადაცემის წაყვანა.
მე რომ გადაცემის წაყვანა მინდოდეს, რომელიმე არხი არ მეტყოდა უარს. ამ ადამიანს აუცილებლად გვერდით დავუდგები, მაგრამ ახლანდელ სამუშაოსაც არ მივატოვებ, ამ სიამოვნებაზე უარს არ ვიტყვი“, - აცხადებს ბერიძე.
„სარკე“