რატომ ჩამოიხრჩო 21 წლის ნინიმ თავი

Image

თვითმკვლელობამდე გორში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებმა  ნინო ბაბუციძემ სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოზე შემდეგი შინაარსის მინაწერი დატოვა: „მოვკვდები იმაზე ლამაზად, ვიდრე თქვენ ცხოვრობთ"...

 

 ჩამომხრჩვალი გოგონა მამამ იპოვა.

 

„ნინო სიცოცხლით სავსე გოგო იყო, სულ ცეკვავდა, მღეროდა... წლებია ვიცნობ, ბავშვობიდან. გაოგნებული ვარ...

 

გორში, სუხიშვილების სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა. ძალიან კარგად ცეკვავდა...“ - ასე იხსენებს გოგონას თავისი მეგობარი.

 

„ამ ტრაგიკულ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. კარგ ხასიათზე იყო, მხიარული, მომღიმარე. თავის გეგმებსა და დასვენებაზე მელაპარაკა. ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა, სხარტი და ცოცხალი. საერთოდ, გარშემო სიხარულსა და სითბოს აფრქვევდა.

 

ძალიან ლამაზი იყო და ღიმილი ძალიან უხდებოდა. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და რომ მოდიოდა, ეზოდან იწყებდა სიცილს. რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავით, მაშინვე გაგახალისებდა... შოკში ვართ ყველანი...

 

ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, რომ ეს გაეკეთებინა, რადგან სიცოცხლეზე უსაზღვროდ შეყვარებული იყო...

 

„ფეისბუქის“ სტატუსი მგონია, რომ უბრალოდ დაემთხვა. ვინც ბოლოს ნახა, ყველამ თქვა, რომ მოწყენილობის კვალიც არ არტყობოდა, თორემ რამე რომ ყოფილიყო, უახლოეს მეგობრებს გაუზიარებდა.

 

იმათ ვკითხე, ვინც მასთან ჩემზე ახლოს იყო, ისინი ჩემზე უარეს დღეში არიან. მამამისის სახე არასოდეს დამავიწყდება, - ნინის ცხედარს დაჰყურებდა და თავისთვის ამბობდა, - რატომ შვილო, რატომო...

 

მომხდართან დაკავშირებით, არაერთი ვერსია გავრცელდა... ვითომ შეყვარებულის გამო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ტყუილია და დანამდვილებით შემიძლია ამის თქმა. ნინი არ იყო ის ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა. ზუსტად ვიცი...

 

ნინოზე, ამას სრულიად გამოვრიცხავ. ყველას მინდა ვთხოვო, ნუ ავრცელებენ საზიზღარ ჭორებს, ამით მის ოჯახსა და ახლობლებს უარეს დღეში გვაგდებენ. არ შეიძლება, მიცვალებულზე შენი ვერსიით ილაპარაკო,“ - განაცხადა ნინის მეგობარმა.

 

„კვირის პალიტრა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !