ჯვრის მონასტრის მონაზონმა შიმშილობა დაიწყო: „მე რომ ასე მექცევიან, რიგით ადამიანს რას უზამენ?“

Image

ჯვრის მონასტრის მონაზონი დედა თამარი შიმშილობას იწყებს და საპატრიარქოს საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ვეფხია ოდიშარიას გადადგომას ითხოვს. ინფორმაციას „ქრონიკა+“ ავრცელებს.

 

„შიმშილობას ვიწყებ არა იმიტომ, რომ მე მომექცნენ უდიერად, არამედ იმიტომ, რომ სხვა ადამიანები დავიფარო მსგავსი უსულგულო ჩინოსნების მოქმედებებისგან. დღეს დილით ცუდად გავხდი, დავრეკე საპატრიარქოს საავადმყოფოში და რეცეპტის გამოწერა ვითხოვე.

 

ვეფხია ოდიშარიამ კატეგორიული უარი განმიცხადა - აქ, მობრძანდით, ფულს არ გადაგახდევინებთ, სხვაგვარად რეცეპტს ვერ გამოგიწერო. ვეუბნები - ფეხზე ვერ ვდგები, მწოლიარე ავადმყოფი ვარ, მოსვლა რომ შემეძლოს, მოვიდოდი. ჩემი ავადმყოფობის ისტორია მანდ გაქვთ, რეცეპტს ვითხოვ, წამალს ხომ არა? დირექტორიც აქ არის და ვერ გამოგიწერთ რეცეპტს, გნებავთ პატრიარქმა გაიგოს და გნებავთ, ჯანდაცვის მინისტრმაო. მთელი დღის განმავლობაში მაწამა.

 

დღის ბოლოს, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ჩარევის შემდეგ გამომიგზავნეს ექიმი და ადგილზე გამომიწერეს რეცეპტი. წარმოიდგინეთ, მე მონაზონს რომ ასე მომექცევიან საპარტიარქოს საავადმყოფოში, რიგით ადამიანს რას უზამენ? ასე ხომ პაციენტი შეიძლება დაიღუპოს?“ - განუცხადა დედა თამარმა „ქრონიკა+“-ს. დღეს დედა თამარის შიმშილობის პირველი დღეა.

რედაქტორის რჩევით

თურქემენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალეს

2020-03-31 15:08
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს. ...

პაატა იმნაძე: ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინას კორონავირუსისგან დამცველობითი ეფექტი აქვს

2020-03-31 15:00
ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის,...

მითები კორონავირუსზე, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

2020-03-31 14:56
მითი: კორონავირუსი ადამიანის შექმნილია

ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-31 14:51
ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ბელგიის ეროვნული კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა...
რჩეული ვიდეოები

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 14:17
კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

მღვდელმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა( ვიდეო)

2020-03-27 16:10
წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. 

თბილისში კაცი კორპუსის სახურავზე ველოსიპედით სეირნობს(ვიდეო)

2020-03-27 11:43
დღეს ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სეირნობს კაცი ველოსიპედით მრავალსართულიანი სახლის სახურავზე.

სუფრის გაშლის გამო მარნეულში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

2020-03-23 18:15
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6363
0.0131
100
RUB
 - 
4.1226
0.0942
1
USD
 - 
3.2845
0.0051