
დათო სამსონიძე ორ თვეში ერთხელ, ერთი თვით დადის ჩინეთში საქმიანი ვიზიტით, რათა საკუთარი სამშენებლო მასალების მაღაზია მოამარაგოს.
როგორც თვითონ ამბობს, ამას მხოლოდ სხვისი თვალის ასახვევად აკეთებს, თორემ რეალურად, ჩინეთში ჟიგოლოა, ანუ კაცი გამოძახებით.
„ჩინეთში 3 წლის წინ ჩავედი. კომპანიას, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა მქონდა, ქალი ხელმძღვანელობდა. მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა დავამყარე და ერთ დილასაც მის ლოგინში გავიღვიძე, მას შემდეგ, როდესაც ჩინეთში ჩავდიოდი, მუდამ მასთან ვრჩებოდი. ერთ დღესაც შევატყვე, რომ რაღაცის თქმა უნდოდა და ბოლოს მითხრა, რომ დაქალი მყავს, რომელიც დეპრესიაშია და მინდა, რომ შენი თავი ვაჩუქო ერთი-ორი დღითო.
სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ მივხვდი და ეს რომ შემატყო დააყოლა, ბუნებრივია, სათანადო ანაზღაურებითო, თანხა რომ დამისახელა, კინაღამ შოკი მივიღე - 2 დღე 10 000 დოლარი. მთელი წელი უნდა მემუშავა, რომ ეს თანხა გამომემუშავებინა, თან თუ უარს ვეტყოდი, ამ ქალთანაც ვიფუჭებდი საქმეს და ახალი პარტნიორის მოძებნა, რომლისგანაც სამშენებლო მაღაზიის მასალებს წამოვიღებდი, მართლა გამიჭირდებოდა.
ამიტომ დავთანხმდი და არც ვინანე. დაახლოებით 40 წლის ქალბატონთან მომიწია მისვლა და 10 000 დოლარიც ჩავიდე ჯიბეში, რაც მთავარია ორი ქალი მოვიმადლიერე.
რომ დავბრუნდი, დაახლოებით ერთ კვირაში დამირეკა ამ ქალმა, მეგონა კომპანიიის ამბებზე მიბარებდა, იქ ჩასულს ასეთი რამე მითხრა - ეს ჩემი დაქალი ძალიან კმაყოფილია, ბევრს მოუყვა შენზე და რამდენიმემ გამოთქვა სურვილი შენთან ურთიერთობის, ხვალ მითხარი პასუხი და საერთოდ, ე.წ. კაცი გამოძახებით რომ იმუშაო და თვეში ერთხელ ჩამოხვიდე, ამაზეც იფიქრეო.
ბევრი ვიფიქრე და დავთანხმდი. მას მერე 2 თვეში ერთხელ ერთი თვით ჩამოვდივარ და დღეში ხან ათასს, ხანაც ხუთას დოლარს მიხდიან. მეგობარ ქალს აღებული თანხის 20%-ს ვაძლევ, სამაგიეროდ, ის კლიენტებს შოულობს და ფაქტობრივად, მზამზარეულზე მიწევს საქმის კეთება.
ერთხელ 70 წლამდე ქალი იყო, და რომ დავინახე, უკან წამოვედი. მილიონი რომ მოეცათ, ვერ მივეკარებოდი. მოვიტყუე, მაღალი სიცხე მაქვს და არაფრის გაკეთება არ შემიძლია-მეთქი,“ - ყვება დათო.
http://www.ambebi.ge/mozaika/107189-qarthveli-biznesmeni-romelic-chinethshi-qkaci-gamodzakhebithq-mushaobs.html