
მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი გამოცდილი მძღოლია, ავტომანქანასთან დაკავშირებით კურიოზული მომენტები არაერთხელ შემთხვევია და საფრთხის ქვეშაც არაერთხელ დამდგარა.
„...მაგრამ წელს რაც დამემართა, გინესის რეკორდების წიგნში ვარ შესატანი. ერთი დღით ჩავედი დედაჩემის სანახავად შეკვეთილში. სტიქიამ გამოიწვია ჭექა-ქუხილი. მეხი დაეცა ხეს და ხე დაეცა ჩემს მანქანას. შუაზე გადაჭრა. ამ დროს მანქანიდან სულ 15 წუთის გადმოსული ვიყავი...
ამ მანქანის ფულს დღემდე ვიხდი, ბანკიდან ავიღე სესხი. მეხის მერე ახალი სესხის აღება მომიხდა.
ის მანქანა დაზღვეული არ მყავდა, რადგან სამსახურის მანქანა ჩავაბარე, ვთქვი, რომ არ დავხარჯავდი სახელმწიფო რესურსს საკუთარ კეთილდღეობაზე და დავდიოდი ჩემი ნაყიდი ახალი მანქანით. „პეჟო“ მყავდა მაშინ. გადაფორმებაც ვერ მოვასწარი, რომელ დაზღვევაზეა ლაპარაკი...“ - იხსენებს ლალი მოროშკინა.
http://www.reitingi.ge/ise/2593-lali-moroshkinas-manqanas-mekhi-daeca.html?lang=ka-GE