საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით

Image

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა.

 


"საქართველო ბუნებრივად არის ევროპული კულტურის ნაწილი; ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ბუნებრივად მისაღები და გასაზიარებელია. ჩვენ ვიყავით არა უბრალოდ ამ კულტურის ნაწილი, არამედ მისი თანაშემოქმედიც საუკუნეების განმავლობაში.

 


დღეს ჩვენ ვხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელშიც დიდსა და მცირე ერს ერთნაირად ეძლევა შესაძლებლობა განავითაროს თავისი კულტურა, სახელმწიფოებრიობა, უნიკალურობა.
ასოცირების ხელშეკრულებამ ამ ერთა ოჯახთან ძალიან ახლოს მიგვიყვანა. ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი სიკეთე აისახება ყველა მოქალაქის, თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე.
უპირველესად, ჩვენ ვხდებით უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, კრიზისების რეაგირების ევროპული სისტემის შემადგენელი, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად გახდის სოციალურად ორიენტირებულს, ჩვენ სახელმწიფოს კი, თავის მხრივ - უფრო დემოკრატიულს და უფრო მეტად ორიენტირებულს თითო მოქალაქეზე", - აცხადებს პრეზიდენტი. 

 


გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ამ ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო ხდება ევროპული ბაზრის ნაწილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, რომელიც 500 მილიონამდე მსყიდველუნარიან მოქალაქეს აერთიანებს და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 13 ტრილიონ ევროს აღწევს. 

 


"ეს არის ძალიან საინტერესო ბაზარი ნებისმიერი ბიზნესმენისთვის და ბუნებრივია ქართულ ბიზნესს მიეცემა ახალი იმპულსი, საქართველოში დამზადებული პროდუქტი კი იქნება ევროპული ხარისხის და, ბუნებრივია, საინტერესო, როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვა ბაზრებისთვის.

 


მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო ამ ხელშეკრულების შედეგად ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ეკოლოგიის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები. ეს ნაბიჯები ჩვენ უფრო დაგვაახლოებს ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან.

 


ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი დღესაც გამარტივებულია, მაგრამ ამ ხელშეკრულების ამოქმედების კვალდაკვალ, დარწმუნებული ვარ, 2016 წლიდან ევროკავშირთან გვექნება თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა.
ამ გზაზე ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროპული ქვეყნების ლიდერები. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ თავიანთი გამოცდილებით, მხარდაჭერით და გვიცხადებენ მზადყოფნას ამ მიმართულებით.

 


ამას გარდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემის - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, სწორედ ეს გზა არის უნიკალური, რადგან ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეებს ჩვენ ასევე შევთავაზებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ჩვენ შევთავაზებთ მათ ისეთ საქართველოს, რომელიც სწორედაც რომ ევროპის ნაწილი იქნება. ჩვენ ავაშენებთ ევროპულ საქართველოს! ამ ქვეყანაში დაცული იქნება ნებისმიერი ეთნიკური, პოლიტიკური, სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებები.
დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. თავისთავად, ეს ხელშეკრულება ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს სახელმწიფოს.

 


ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან ჩვენ დავიწყეთ ახალი მიზნისკენ მოძრაობა და ეს მიზანი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. ამ გზაზე ჩვენ მტკიცედ და განუხრელად ვივლით", -აცხადებს პრეზიდენტი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !