
„მაესტროს“ გადაცემაში „ოთხი ელემენტი“ პროფესორმა დავით გოჩიაშვილმა უშვილობის პრობლემებზე ისაუბრა და საინტერესო ისტორია უამბო მაყურებელს.
მისი თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ქალმა 5 საათის წინ გარდაცვლილი მეუღლის სპერმა ითხოვა, შვილის გასაჩენად.
„ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ახალი დაქორწინებული იყო, ავარიაში დაიღუპა. ჩვენთან მოვიდა მისი მეუღლე, ძალიან გვთხოვა, რომ არ ჰყავდათ შვილი და უნდოდა, უკვე მკვდარი მეუღლისგან შვილი ჰყოლოდა...
გარდაცვალებიდან 5-6 საათში იყო გასული, მივიღეთ სპერმა, რომელიც ვარგოდა განაყოფიერებისთვის", - აღნიშნა დავით გოჩიაშვილმა.