-
2014-06-10 15:07
ბელორუსის უშიშროების სამსახურმა მინსკის საერთაშორისო აეროპორტში 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელმაც ქუთაისი-მინსკის რეისის გატაცება სცადა,-ინფორმაციას ,,პირველი რადიო“ აქვეყნებს.
ბორტზე მყოფმა გამტაცებელმა თვითმფრინავის მთავარ პილოტს მუქარის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის თვითმფრინავის ერთ-ერთ ევროპის ქვეყანაში დასმას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთვევაში ის ბორტის აფეთქებით იმუქრებოდა.
იმ დროისათვის ბორტზე 32 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. როგორც ბელორუსელი მედია იუწყება, პილოტის მოხერხების შედეგად ბორტის მინსკის აეროპოტრში დასმა მოხერხდა, რის შემდეგაც თვითმფრინავში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები და რაზმი „ა“ ავიდა და მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქე გ.რ ბელორუს სამართალდამცავებს ჩაბარდა.
ამის შემდეგ მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავის დატოვება შეძლეს.
,,პირველი რადიო"