
აღნიშნულის თაობაზე მუსიკოსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„ბათუმიიიიი!!! თითქმის ორი წელია არ ვყოფილვარ ჩემს საყვარელ ქალაქში და დავდივარ გულაჩუყებული!
არ ვიცი როგორი ნაწარმოები გამომივა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გულწრფელად გითხრათ: მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული და დატვირთული ცხოვრების სანაცვლოდ, ჯერ არ მაქვს ადექვატური შემოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს არასტაბილური ჯანმრთელობა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს შევეგუო დედის გარდაცვალებას, მე ვარ ბედნიერი!
ბედნიერი, რადგან ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ ჩემი ხალხის განუზომელ სიყვარულსა და პატივისცემას... დიდი მადლობა ყველას ამისათვის!!!
დღევანდელი პოსტი კი, რა თქმა უნდა, ბათუმს ეძღვნება, რომლისადმი დამოკიდებულება შევეცდები ჩემი ახალი მუსიკით გამოვხატო" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
https://www.facebook.com/nikolozrachveli?fref=ts