სააგენტო topnews.com.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები ისხდნენ, რომელთა გამოყვანა თვითმხილველებმა შეძლეს.
დაზარალებული ბავშვები ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ნაწილი რეანიმაციაში, ნაწილი კი, პალატებში ჰყავთ მოთავსებული. ექიმების თქმით, ბავშვების უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურია, ნაწილს კი, მძიმე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
წინასწარი მონაცემებით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
http://www.reportiori.ge/?menuid=42&id=29517