საირმის გორაზე მდებარე სახლიდან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა 16 პირი აიყვანა და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა. მოძრაობის ატივისტთა თქმით, პოლიციამ აყვანის საფუძვლად მშობლების ზარი მას შემდეგ დაასახელა, რაც ინსტრუქცია ტელეფონით, საათნახევრის შემდეგ მიიღო.
შსს-ს განმარტებით, საქმე სისხლის სამართლის 260–ე, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, მუხლით აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პატრული მეზობლებმა გამოიძახეს.
თუმცა დაკავებულთა ნაწილი ნაწილი აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციამ სახლში შესვლისას მათ არ მოსთხოვა მუსიკის ჩაწევა, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა გამხდარიყო შუადღისას მეზობლების შეწუხებისა და მათი მხრიდან პოლიციის გამოძახების მიზეზი.