რას ყიდიან და როგორ ემზადებიან „კაზანტიპის“ ფესტივალისთვის ანაკლიელები

Image

გავრცელებული ინფორმაციით, „კაზანტიპის“ ფესტივალი საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში აგვისტოში ჩატარდება. უკრაინელი ქალებისა და „დაცემამდე“ „თუხთუხის“ მოყვარულები ამ 10-დღიანი „მარათონისთვის“ საგულდაგულოდ ემზადებიან. როგორც ირკვევა, განსაკუთრებული სამზადისია ანაკლიაში, რომლის მოსახლეობაც სტუმრების საკადრისად დასახვედრად სახლებსა თუ კაფეებს გულმოდგინედ არემონტებს.

 

 

ადგილობრივი ახალგაზრდები კი აქედანვე თადარიგს იჭერენ და „კაზანტიპის“ ფესტივალის ბილეთების შესაძენად თანხას აგროვებენ.

 

„ამბობენ, ფესტივალზე შესვლა 200 დოლარიდან 250 ევრომდე ეღირება, მაგრამ რადგან საქართველოში ამ ტიპისა და დონის ფესტივალი პირველად ტარდება, უნდა გაიმეტო ეს თანხა და წახვიდე, თუნდაც იმიტომ, რომ  იმ ათი დღის განმავლობაში მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გაგყვეს. ადგილობრივები სხვადასხვანაირად ვაკეთებთ დანაზოგს...

 

ზოგი მუშაობს და ანგარიშიდან მთლიანი ხელფასი არ გამოაქვს...ზოგმა მსხმოიარე თხილი წინასწარ გაყიდა, რომ ფესტივალს დაესწროს. უკრაინელი ლამაზმანების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინში, მეც ასე მოვიქეცი და არც დამნანებია. ..

 

ფესტივალისთვის ადგილობრივები თადარიგს იჭერენ: ცდილობენ სახლი უფრო კომფორტულად მოაწყონ, სანიტარული კვანძები მოაწესრიგონ. სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარდა. თავისი კაფეები და საკვები ობიექტები აქვთ, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს...

 

სასტუმრო „ანაკლიაში“, ერთი ნომრის ფასი 110 ლარიდან იწყებოდა, მაგრამ ზღვის სეზონზე, როგორც წესი, უფრო ძვირდება. არ ფუნქციონირებს სასტურმო „ოქროს საწმისი“, რომლის სახურავის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასე რომ, ანაკლიას, ორწლიანი პაუზის შემდეგ, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, რაც განმუხურზეც აისახა, რადგან როგორც ამბობენ, ტურისტების ნაკადი იქაც გადანაწილდება“, - ამბობს 24 წლის ნიკა,ანაკლიიდან.

 

 

 

 

http://www.bpn.ge/biznesi/4702-kazantipis-analogs-shetsiruli-thkhilis-mosavali.html?lang=ka-GE

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !