
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელით აქტიურად სარგებლობს და „ფეისბუქში“ თავის ემოციებს თამამად გამოხატავს. ამჯერად თავდაცვის მინისტრის მეუღლემ თავისი ვაჟის „სისუსტეები“ გაუმხილა საზოგადოებას. როგორც ირკვევა ირაკლი ალასანიას უფროს ვაჟს, კერძებიდან ყველაზე მეტად „გუფთა“ ყვარებია.
„დედა, თქვი რა „გუფთა“, ამ სიტყვაზე მშივდებაო“ - ისე მადა არ აქვს, დგას და მელოდება, როდის ვეტყვი „გუფთას“- წერს ფანჯიკიძე.
ფსიქოლოგს სოციალური ქსელითვე მეგობარი გამოეხმაურა და ურჩია „გუფთით ბოროტად არ ისარგებლოს“, რათა ნიკა არ გასუქდეს: „ხშირად არ უთხრა არ გაასუქო, მშვენივრად ბრძანდება“, - „დაპოსტა“ მან.