ბიზნესმენი, ლაურა ღაჭავა შვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანას აპირებს.
„სასწრაფოს რომ არ მოესწრო, ალბათ ვერც გადარჩებოდა და თუ გადარჩებოდა, ცხოვრების ბოლომდე ხეიბარი დარჩებოდა. ეს არის ექიმების მიერ დაწერილი დასკვნა, რომელიც მე ხელთ მაქვს. ამჟამად ვერ დადის ჯერჯერობით, წონასწორობას ვერ იცავს... როდესაც აბაზანაში შედის, აქეთ-იქიდან ორ ადამიანს უკავია. საერთოდ არაფერი ახსოვს. რომ ვეკითხები, დედა, რა მოგივიდა? მეუბნება, არ მახსოვს, ეტყობა წავიქეციო“, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.