-
2014-06-03 00:31
მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ამბობს, რომ მისი ნახატები ცნობილი პოლტიკოსების კოლექციებს ამშვენებს.
„როდესაც მარგარიტ ტეტჩერი თბილისში იყო ჩამოსული, მაშინ გამოფენა მოაწყვეს სპეციალურად. ამ გამოფენაზე გადავეცი ჩემი სურათი. დამამახსოვრდა, რომ ძალიან დიდი პიროვნული სიძლიერე მოდიოდა ამ ქალისგან...
როდესაც ჯორჯ ბუში საქართველოში ჩამოვიდა, მე მაშინ გერმანიაში ვიყავი, ჩემი ნახატი შეიძინეს და მას საჩუქრად გადასცეს. ძალიან ბევრ ჩემს ნამუშევარს ყიდულობენ, მიაქვთ თეთრ სახლში და ვიცი, რომ ამერიკის ბევრი მინისტრი ჩემი ნახატის მფლობელია.
პრეზიდენტებსაც აქვთ, ალიევს აქვს ძალიან დიდი კოლექცია ჩემი ნახატების. ასევე, ეკვადორის ექს სახალხო მრჩეველს, კიდევ ძალიან ბევრ ელჩს, ყველა არ მახსენდება“, - განაცხადა რუსუდან ფეტვიაშვილმა.
„თბილისელები“