-
2014-06-02 20:33
ხელკეტებითა და აგურებით შეიარაღებული გოგონას ოჯახის წევრი ოციოდე ადამიანი, რომელთა შორისაც მისი მამა და ძმები იყვნენ, ახალგაზრდა ქალს და მის ქმარს თავს დაესხნენ.
ფარზანა პარვინი ხალხის ბრბომ უმაღლესი სასამართლოს შენობის წინ მოკლა. გოგონა ცოლად გაჰყვა მოჰამად იკბალს, რომელზეც თავისი ოჯახის ნების წინააღმდეგობის მიუხედავად დანიშნული იყო მასზე. ფარზანას მამამ საჩივარი შეიტანა მათი დაქორწინების საწინააღმდეგოდ.
პაკისტანელები სიყვარულით ქორწინებას უწესო საქციელად მიიჩნევენ. პაკისტანში მუსულმანურ უმრავლესობათა შორის წელიწადში ასობით ქალი იღუპება. ზოგი მათგანი თავისი ქმრის, ზოგი მშობლების და ნათესავების მსხვერპლი ხდება, მიზეზი კი ცოლ-ქმრული ღალატი ან არასასურველი დაქორწინებები ხდება.
ფარზანას ნათესავები წყვილს სასამართლოს შენობასთან ელოდა. როგორც კი ისინი გამოჩდნენ, ნათესავებმა მაშინვე დაუწყეს ქვების სროლა და ცდილობდნენ გოგონა იკბალისთვის გამოეგლიჯათ.
გოგონა ნათესავებს უძალიანდებოდა, რის გამოც მამამ და ძმებმა ცემა დაუწყეს. იქვე ახლოს სამშენებლო მოედანიც იყო, საიდანაც აგურები აიღეს და ქალს დაუშინეს.
45 წლის იკბალს პირველი ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა, რომლისგანაც ხუთი შვილი დარჩა. ის აცხადებს, რომ მას და ფარზანას ერთმანეთი უყვარდათ, მის ოჯახს კი სურდა ფული წაეგლიჯა. ისინიც ადგნენ და ხელი მოაწერეს.
პოლიციელის განცხადებით 2013 წელს 869 ქალი მოკლეს, თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია.