14 წლის დედისერთა გოგონა მეცხრე სართულიდან გადმოხტა - შემზარავი ტრაგედია ვაკეში

Image

ვაკეში, შროშის ქუჩაზე 14 წლის გოგონა – ლ.ლ. მეცხრე სართულიდან გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა. შვილის თვითმკვლელობას დედა შეესწრო, რომელმაც მომენტალურად იგივე გადაწყვეტილება მიიღო და იმავე აივნიდან გადახდა.

 

 

ეკა იორაშვილი გადარჩა, ის ქვედა სართულის აივანზე დაეცა და მსუბუქი დაზიანებები მიიღო. რა მოხდა ოჯახში და რატომ გადაწყვიტა გოგონამ თვითმკვლელობა? ამ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. შსს-მ ძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დრომდე მიზეზებზე არავინ საუბრობს. გარდაცვლილის კორპუსთან, გარდა მეზობლებისა, კლასელები, გარდაცვლილის მეგობრები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც არიან.

 

ყველა გაფრთხილებულია, რომ მომხდარის დეტალები არ გაახმაურონ. ადგილზე მისულებს ფოტოების გადაღების საშუალება არ მოგვცეს. იმ ადგილას, სადაც გოგონა დაეცა, ყველა კვალი წაშლილია და ავტომობილები დგას.თ ვითმკვლელობიდან მეორე დღეს პროზექტურიდან ცხედარი შინ დააბრუნეს. სახლშია დედაც.

„პრაიმტაიმი“ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და შეეცადა, მეზობლებისა და გარდაცვლილის კლასელებისგან ინფორმაცია მოეპოვებინა. როგორც კორპუსის დარაჯი ყვება, შემთხვევა 31 მაისს, ღამის ორ საათზე მოხდა. მეზობლებმა გარდაცვლილის დედის, ეკა იორაშვილის ხმა გაიგეს, რომელიც შვილის სახელს კიოდა.

 

გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა. მისი კლასელები "პრაიმტაიმთან" საუბარში ყვებიან, რომ ლ.ლ. კომუნიკაბელური და უკონფლიქტო იყო. ერთ-ერთი ვერსიით, შვილს დედასთან მოუვიდა კონფლიქტი, რის შემდეგაც მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება. "ლ.ლ. ძალიან კარგი მოსწავლე იყო, დავალებებსაც დროულად ასრულებდა. კონტაქტში შემოდიოდა ყველასთან, გვეკითხებოდა, რამე ხომ არ გვჭირდებოდა. არც გაგვიგია, რომ დედასთან რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონოდა", – ამბობენ გარდაცვლილის კლასელები.

 

როგორც შროშის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ყვება, ლ.ლ. სახლში გვიან დაბრუნდა, რის გამოც ბებიამ და დედამ ის დატუქსეს. სწორედ ამ კონფლიქტის შემდეგ გოგონა აივნიდან გადმოხტა. იმას, რომ ლ.ლ. სახლში გვიან დაბრუნდა, კლასელები უარყოფენ და ამბობენ, რომ ის შინ დროულად მივიდა. "ლ.ლ. გვიან არ დაბრუნებულა, ჩვეულებრივ დროს მივიდა, ისეთი არაფერი მომხდარა, მეტს ვერაფერს გეტყვით“.

 

გარდაცვლილის მშობლები გაშორებულები არიან. ის ოჯახის ერთადერთი შვილი იყო და ბებია და დედა ზრდიდნენ. კლასელების თქმით, ისინი "ამერიკულ აკადემიაში", მეცხრე კლასში სწავლობდნენ. მიზეზებზე საუბარი, თუ რა მოხდა, არც მეზობლებს სურთ და არც გარდაცვლილის კლასელებსა და მეგობრებს.

 

მომხდარის დეტალებზე, შროშის ქუჩაზე მცხოვრები, ერთ-ერთი ქალბატონი დაწვრილებით წერს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

"წუხელ, კოშმარი ღამე მქონდა... დაახლოებით 2 საათისთვის ისეთი საშინელი ხმა მომესმა, რომლის მსგავსი არასოდეს გამეგო... ვიფიქრე, ნუთუ, აქვე ახლოს რაღაც აფეთქდა-მეთქი... გავიხედე ღია ფანჯრიდან, მაგრამ ვერაფერი დავინახე... სულ რამდენიმე წამში ქალის განწირული ხმით კივილი შემომესმა... შველას ითხოვდა... გავვარდი უცებ გარეთ და ვხედავ, ახალგაზრდა ქალს შუა ქუჩაში დავარდნილი გოგონა გულში ჰყავს ჩახუტებული და უაზროდ და არაადამიანური ხმით კივის. მივედი ახლოს და მთხოვს, სასწრაფო გამოიძახეთო... გული წაუვიდა-მეთქი? – ვეკითხები დაბნეული... არაო, მიპასუხა... გადმოვარდაო... საიდან-მეთქი, მეცხრე სართულიდანო... (ჩემი სახლის გვერდით 9-სართულიანი შენობიდან), გადავირიე... ვერ აღვწერ იმ მდგომარეობას, რა დღეში ჩავვარდი, თვითონ გავხდი მოსაბრუნებელი... ამასობაში, ჩემი რძალიც გამოვარდა სახლიდან... დარეკე სასწრაფოში-მეთქი, – უკვე დავრეკეო, მიპასუხა. გოგონას კი სიცოცხლის არანაირი ნიშანი აღარ აღენიშნებოდა... გული მომიკვდა... თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, როგორ გაიმეტა თავი ასეთი სისასტიკით ხელეყო ღმერთისგან ბოძებული ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე! ამ დროს, ნეტავ, ტვინი როგორ არის მომართული, ასეთ ნაბიჯს რომ დგამს... ნუთუ, იმ წუთას ეშმაკმა აცდუნა... სად და რატომ ჩაუსაფრდა? ეს აზრები წამში ტრიალებდა ჩემს თავში და პასუხს ვერ ვპოულობდი... უკვე თითქმის მთელი სახლის მაცხოვრებლები გამოვიდნენ, სასწრაფო არ ჩანდა, პატრული კი უცებ მოვიდა... თან უამრავი, ვერც დათვლიდი... სასწრაფოც, როგორც იქნა, გამოჩნდა...

 

შემდეგ, მეზობლებისგან გავიგე, გოგონა, რომელიც გადმოხტა, 15-წლისა ყოფილა, დედის ერთადერთი შვილი, რომელიც უმამოდ გაუზრდია ამ ახალგაზრდა ქალს. უცებ დავინახე, მეორე ქალი, რომელიც ასევე განწირული ხმით კიოდა და მოთქვამდა, ეს რა ქენიო, შვილოო... ბებია ყოფილა გაჭირვებული. მეზობლებმა ცოტა ხნის შემდეგ ბებია სახლში აიყვანეს. გოგონა კი საკაცეზე დაასვენეს და როცა დედა მიხვდა, საავადმყოფოში აღარ მიჰყავდათ სასწრაფოს ექიმებს, მიხვდა, რომ შვილი გარდაცვლილი იყო... გასაცოდავებული, შოკში ჩავარდნილი ქალი, აღრიალებული, მეზობლებმა პატრულის დახმარებით სახლში აიყვანეს. ცოტა ხანში, ისევ იგივენაირი ხმა... ზედა სართულიდან კივილი... და ჰოი, ღმერთო ჩემო, ახლა დედა გადახტა მეცხრე სართულის უკანა აივნიდან... გადახტა, გადახტაო, იძახდა ხალხი... პატრული და ნაწილი მოსახლეობისა სასწრაფოდ გავარდნენ სახლის უკანა მხარეს ჩაბნელებულ ეზოში, მაგრამ ქალი ვერ იპოვეს... შემდეგ ვიღაცამ დაინახა, რომ რომელიღაცა სართულის აივანზე, რომელიც უფრო განიერი იყო და კარგად წინ წამოწეული, ქალი ამ აივნის სახურავზე ეგდო... მესმის მისი მდგომარეობა... წამებში დაემხო თავზე მთელი ცხოვრება, წამებში დაკარგა აზრი მისმა ამ ქვეყნად ყოფნამ, მაგრამ სიკვდილი თუ არ გიწერია, თურმე არაფრით არ მოკვდები... გადარჩა...", - წერს თვითმხილველი.

 

"პრაიმტაიმი"

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !