-
2014-05-23 12:57
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში რუსეთს არ გააჩნია ის ბერკეტები, რომელსაც უკრაინაში იყენებს და ჩვენს ხელისუფლებას ყველანაირ საფრთხეზე ადეკვატური გეგმები აქვს მომზადებული, რაც მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
ირაკლი ალასანიამ ამის შესახებ "პირველი არხის" ეთერში, გადაცემაში "პირველი სტუდია" ისაუბრა. ალასანიას განცხადებით, კონტრდაზვერვითი და სამართალდამცავი უწყებები, ასევე სამხედრო პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობები, ჩვენთან მაღალი დონის სამხედრო-პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთა ვიზიტები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ქმედებების როლს შეასრულებენ.
ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება არსებითად განსხვავდება ჩვენგან, რადგან აქ საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ახორციელებს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი"