ადიგენში მკვლელობა მოხდა. შუახნის ქალბატონს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ, სავარაუდოდ, მკვლელობის მიზეზი ვალი გახდა.
ცნობილი გახდა, რომ ქალბატონი თავს ფულის გასესხებით ირჩენდა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელი კრედიტორია, რომელსაც გარდაცვლილის 80 000 ლარი მართებდა.
სიტყვიერი კამათის შემდეგ ეჭვმიტანილმა ქალი ცივი იარაღით მოკლა. პოლიციისათვის დამნაშავის ვინაობა ცნობილია.