
მამაკაცი, რომელმაც 30 წლის რუსუდან ბერიძე - ცოლი, რომელიც 8 შვილის დედა გახლდათ და მეცხრეზე იყო ორსულად, სოფლის ცენტრში ჩამომხრჩვალი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
გარდაცვლილის დედა იხსენებს, რომ სიძემ მისი შვილის მოკვლა რამდენიმე დღის წინაც სცადა, როცა ნასვამი იყო და დანით გამოეკიდა ცოლს: "დანით გამოეკიდა და მეზობლებმა გადაარჩინეს, რას ვიფიქრებდი, ქე რო გაიმეორებდა ამას".
მკვლელობა ბავშვების თვალწინ მოხდა. ქოქოევების ოჯახიდან მეზობელთან ერთ-ერთმა ბავშვმა მიირბინა და მას უთხრა, რომ მამამ დედა მოკლა. შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში მოხდა.