
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაცის, რომ დღის განმავლობაში ონკანის წყლის მიღება სახიფათოა, რადგან იგი დაბინძურდა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ არ ადასტურებენ.
„ცრუ განგაშია ჩვეულებრივი. როგორც ბომბებთან დაკავშირებით ავრცელებდნენ ინფორმაციას, იმის მსგავსია. ეს კიდევ უარესია, რადგან საუბარი მთელ თბილისს ეხება. ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია,“ - განუცხადა „კომერსანტს“ კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ეკა ბერიძემ.