
საქართველოში "ყირიმ-კონგოს ცხელებით" ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 34 და 37 წლის ქალბატონები არიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დრომდე ქვეყანაში აღნიშნული დაავადების სულ 5 შემთხვევაა რეგისტრირებული, რომელთაგან ორი ლეტალური შედეგისთ დასრულდა.
"ყირიმ-კონგოს ცხელება" ტკიპას გადააქვს, რომელიც დათბობასთან ერთად აქტიურდება.