
ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ,-საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
თანამდებობაზე გრიგოლ გოგელია აირჩიეს. დღესვე საბჭოს წევრებმა მის მოადგილედ მარიამ მუსხელიშვილი დაამტკიცეს.
მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, სამეურვეო საბჭოში 9 წევრი უნდა იყოს, თუმცა პარლამენტმა ამ დროისთვის მხოლოდ 7 დაამტკიცა. მეურვეთა ამ რაოდენობას კი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება აქვს.
ახალმმა ბორდმა დღეს პირველი სხდომა ჩაატარა.