
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით 22 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით სკოლების მე-6 კლასამდე და საბავშვო ბაღებში სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესი შეწყდება.
ამის შესახებ ჯანდაცის მინისტრმა დავით სერგეენკომ, განათლების მინისტრის მოადილე ლია გიგაურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტირს დირექტორ ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტაციების შედეგად გამოდის რეკომედაციით, რომ ხვალიდან 26 მაისის ჩათვლით საწყის კლასებში, მეექვსე კლასის ჩათვლით და საბავშო ბაღებში შეწყდეს სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესები. ეს დღეები გამოყენებული იქნება ამ დაწესებულებებში გაძლიერებული სანიტარული დამუშავებისთვის", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ჯგუფები გააგრძელებენ ადგილებზე მდგომარეობის შესწავლას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და არსებული მდგომარეობა შეფასდება. ამის შემდეგ გადაწყდება განახლდება სრულად საწავლო პროცესი თუ არა.