-
2014-05-21 16:38
ვირუსული მენინგიტის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც მშობლებსა და სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციას რეკომენდაციას აძლევს:
"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა. მოზარდების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულობის, უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები.
სკოლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
უზრუნველყონ პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, სველი წერილებისა და სასადილოს ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით; მოსწავლეების ინფორმირება, რომ კვებისას არ ისარგებლონ ერთი ჭურჭლით; სკოლის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდეს დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციების სამუშოები; ინტენსიურად სველი წესით ან სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ ხშირად შეხებადი ზედაპირები.
იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის პირველადი სიმპტომები: გაღიზიანებადობა, უმადობა, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, კისრის დაჭიმვა, მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, უმადობა - დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
იმ სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირუსული მენინგიტით, დაუყოვნებლივ მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში", - ნათქვამია განცხადებაში