
ტელეჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი „მაესტროს“ გადაცემა „ცხრიანში“ ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ვახო სანაიას გადაცემას დაგვიანებით უყურა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ მთავრობის პრესსამსახურმა განცხადება სახელდახელოდ გააკეთა.
"ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, გადამოწმებული რამდენიმე წყაროსთან, რომ ამ გადაცემას (ვახო სანაიას "რეპოტაჟი") მოგვიანებით უყურა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მისი მწვავე რეაქციის შედეგია, რომ დღეს, სამშაბათს, საკმაოდ მოგვიანებით, მაშინ, როდესაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი არ არის საქართველოში, სწორედ ამიტომ დაჩქარებული წესით გაკეთდა ასეთი ტიპის განცხადება, რომელშიც ფაქტობრივი მასალა ფაქტობრივად არ იყო", - ამბობს ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი.