
პარლამენტი თავად გადაწყვეტს, როგორი ავტოპარკი ექნება, ხელისუფლების შემუშავებული ავტომანქანების შესყიდვის სტანდარტი ჩვენ არ გვეხება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
“რაც პარლამენტი შეიკრიბა, მას ავტოპარკი არ განუახლებია. დეპუტატები, რომლებსაც სამსახურებრივი მანქანები ჰყავთ, ძველი მაქნანებით დადიან, რომლებიც დაახლოებით შვიდი და უფრო მეტი წლის წინაა შეძენილი. ავტოპარკის განახლება თუ მოხდება, შეძენილი იქნება ადეკვატური ავტომანქანები, რომელიც შემდგომ შეკეთებას და გარკვეულ მომსახურებას აღარ მოითხოვს.
მოგეხსენებათ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეიმუშავა სტანდარტი ავტომანქანების შესყიდვის, რომელიც ჩვენ არ გვეხება. პარლამენტი თავად გადაწყვეტს როგორი ავტოპარკი ექნება, მაგრამ ბუნებრივია, რეალობას არ მოვწყდებით და შევიმუშავებთ ისეთ გეგმას, რომელიც ადეკვატური იქნება” - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.