
"პრაიმტაიმის" პრესკლუბში კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ ია მეტრეველის ბრალდებას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მან პატიმარს მეტრეველის მოკვლა დაუკვეთა. ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ ამ ყველაფრის უკან იური ვაზაგაშვილი დგას.
კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ია მეტრეველის მკვლელობის შეკვეთასთან კავშირს უარყოფს და სამართალდამცავ უწყებებს აღნიშნულის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
როგორც ფირცხალავამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ან ბრალდების უკან იური ვაზაგაშვილი დგას და ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით მან შს სამინისტრო რამდენიმე თვის წინ მიმართა.
"იური ვაზაგაშვილი დგას ამ ყველაფრის უკან. დღეს გაჟღერდა მორიგი ბრალდება ჩემს წინააღმდეგ რომ თითოს მე 2008 წელს ვიღაც პატიმრის მეშვეობით შეუკვეთე ია მეტრეველის მკვლელობა. ეს არის აბსურდი და ამასთან დაკავშირებით მე წარმოვიდგენთ წერილს რომელიც დაწერილია 27 თებერვალს და მე მივმართე შს სამინისტრო მომხდარიყო ამ ამბის გამოძიება.
დღეს ეს ამბავი თავიდან წამოწიეს, მინდა მივმართო ამ ქალბატონს და უთხრა რომ მათ გვერდით იჯდა კაცი რომელიც იყო კრიმინალი და აწამა ცოლ-ქმარი ყაზბეგის რაიონში. ეს ქალბატონი არის მისი მანიპულაციების მსხვერპლი. ამ პატიმართან ვინმე შავაძესთან იური ვაზაგაშვილის ადვოკატი იმყოფებოდა რის შემდეგ თითოს მან განახორციელა და მიაწოდა მეტრეველს ეს ინფორმაცია. ვაზაგაშვილი ეფარება იას პატიოსან იმიჯს რადგანაც საზოგადოებას ვაზაგაშვილის , როგორც წამებულის მანტიის არავის არ სჯერა", - აცხადებს ფირცხალავა.