მთავრობის პრესსამსახურის განცხადებას მამუკა ღლონტი "მაესტროზე" ზეწოლად აფასებს

Image

ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას მედიაზე ზეწოლად აფასებს.

 

მამუკა ღლონტის განცხადებით, მთავრობას შეუძლია სასამართლოს მიმართოს და თუ სასამართლო იტყვის, რომ ჟურნალისტი ტენდენციურია, არც ბოდიშის მოხდა იქნება პრობლემა. 
ამასთან, ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მთავრობის წარმომადგენლებს ურჩევს, მედიის კრიტიკის ნაცვლად სხვა სააქმეებით დაკავდნენ. 

 

“მე ამას მედიაზე ზეწოლად აღვიქვამ და ვურჩევ, კრიტიკის ნაცვლად,  სხვა საქმეებით დაკავდნენ, იმით, რაც უშუალოდ მათ ეხებათ. ისინი ძალიან ცუდი ტონით დაეჩვივნენ ჟურნალისტებთან საუბარს, აგდებულად, დაეჩვივნენ მედიის უსაფუძვლო კრიტიკას, რაც ამ ხელისუფლების ნოუჰაუ არ არის. ეს ეტყობა,  წინა ხელისუფლებისგან გადაიღეს, რაც ძალიან ცუდია”, – აცხადებს მამუკა ღლონტი. 

 

მისივე თქმით, თუ რაიმე არასწორად იყო, უნდა მიეჩვიონ და გაითავისონ,  რომ არსებობს სასამართლო, სადაც ასეთი საკითხები წყდება. 

 

“თუ სასამართლო იტყვის, რომ ჩვენი ჟურნალისტი ტენდენციურია, არც იქნება პრობლემა, რომ ბოდიში მოვიხადოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.  არ გამოვრიცხავ, რომ იქ რაღაც შეიძლება იყო შეცდომა, რაღაც გადამეტებული, რადგან იდეალური არავინ არის, მაგრამ ამხელა სტატიის დაწერა, მითუმეტეს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ,  ვფიქრობ,   არამართებული იყო”, – ამბობს მამუკა ღლონტი. 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ვახო სანაიას გადაცემას სპეციალური განცხადებით ეხმიანება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა.

 

“ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთ გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა. თავის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტმა მაყურებელს მთავარ თემად შესთავაზა ,,ქართული ოცნების” დაპირებები, რომელთაგან გამოყო სოციალური საკითხები, სამართლიანობა, საგარეო პოლიტიკა. სიუჟეტები ატარებდა აშკარად ტენდენციურ ხასიათს. გადაცემის მსვლელობისას, ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა. 

 

ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტს, ალბათ, არ უნდა გამორჩენოდა, რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ახალ ხელისუფლებას და ორ წელიწადში უკვე არსებობს თვალსაჩინო შედეგი, რომელსაც ყოველდღე გრძნობს მოსახლეობა.

 

ჩვენ არ გვაქვს პასუხი, რა მოტივაცია ამოძრავებდა ტელეკომპანია ,,მაესტროს” და მის ჟურნალისტს, რომ ტენდენციურად წარმოეჩინა რეალობა. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება თავად განსჯის და შეაფასებს, რას ენდოს და რას – არა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !