სხვადსხვა დაწესებულებებსი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებების შესვლის სერია განახლდა.
დღეს დილიდან გამნაღმველები მუშაობენ ,,ილიაუნში", თბილისის მე-2 საჯარო სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ამის მიზეზი გახდა სკოლაში განხორციელებული შეტყობინებაა - შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.
სკოლაში შეტყობინება ანონიმურმა პირმა მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ დატოვა. ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება თბილისის 55-ე საჯარო სკოლაშიც შევიდა. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ამ დროისთვის სკოლაში გამნაღმველებს ელოდებიან.