
მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში სოსო დანელიამ, რომელმაც სასაფლაოზე დაინახა მამაკაცი, რომელიც მისივე მოგვარე იყო და, ამავდროულად, მამინაცვლად ეკუთვნოდა, 71 წლის კაცს ყელი გამოსჭრა.
მკვლელობა ათეულობით ადამიანის თვალწინ, სასაფლაოზე მოხდა, სადაც აწ უკვე მოკლული მივიდა, რათა გარდაცვლილი ბიძაშვილის ხსოვნისთვის პატივი მიეგო. სწორედ ამ დროს სასაფლაოზე მისი გერი იმყოფებოდა, რომელიც მამინაცვალს ზურგიდან მიეპარა და ჯერ ყელში, შემდეგ კი მკერდში რამდენჯერმე ჩაარტყა დანა, შემდეგ კი იქაურობა დატოვა, მეზობლის სახლში მივიდა და მას სთხოვა, პოლიციაში წაეყვანა.
71 წლის, სასიკვდილოდ დაჭრილი მამაკაცი ძლიერი სისხლდენისგან ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს. სოფელში ამბობენ, რომ სოსო დანელია იური დანელიას მოკვლით არასდროს იმუქრებოდა, თუმცა, ამბობდა, რომ თუ სადმე შეხვდებოდა, აუცილებლად გაუსწორდებოდა.
დანაშაულის პრეისტორია ასეთია:
დაახლოებით ოცდაათი წლის წინ, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა, რომელმაც ორი შვილი და ქმარი მიატოვა, ცოლად გაჰყვა აწ უკვე მოკლულ იური დანელიას, რომელმაც, თავის მხრივ, ასევე ორი შვილი და ცოლი მიატოვა. შეუღლებამდე ქალი და მამაკაცი მეზობლად ცხოვრობდნენ, ხოლო ქალის მეუღლე გვარად ასევე დანელია იყო. წყვილი სოფლიდან სხვა რაიონში გადასახლდა და მოგვიანებით საერთო შვილიც გაუჩნდა.
მკვლელობის ექსკლუზიური დეტალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
შენიშვნა: "რუსთავი-2"-ის ("დილის კურიერი") ვიდეომასალა