
სტიქიური უბედურების ზონაში დაშავებული ორი მოქალაქე, რომელტაც მოტეხილობა აღენიშნებოდათ, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შედგენილია იმ მოქალაქეების სია, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ან მათი გადარჩენა მოხერხდა. იმის შესახებ, არიან თუ არა ამ სიაში დაკარგულად მიჩნეული მოქალაქეები, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 112-ზე დაკავშირებით.
დარიალის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზის გაწმენდისა და სამაშველო სამუშაოები, შედეგად, სამშვიდობოს გამოყვანილია 164 მოქალაქე, მათ შორის, თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეები.
ჯერჯერობით ოფიციალურად არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერმა რამდენიმე ტრაილერი მიწის მასივის ქვეშ მოიყოლა, მძღოლები უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.