
17 მაისს დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად არიან თუ არა დაღუპულები, ჯერჯერობით, ოფიციალური არხებით არ გამოცხადებულა. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მთის მასივის ქვეშ მოექცნენ ტრაილერები, რომლებიც მეწყრის ჩამოწოლილის დროს გადაადგილდებოდნენ.
ტრაილერის რამდენიმე მძღოლი შსს-ს სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა და დამეწყრილი ზონიდან გამოიყვანა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ვიდეომასალა ტრაგედიის ადგილიდან იხილეთ ფოტოების ბლოკის ქვემოთ