
დარიალის ხეობაში შსს-ს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დამეწყრილი მონაკვეთიდან 7 უცხოელი მძღოლი ამოიყვანეს, რომლებიც მთის მასივის ჩამოშლის თვითმხილველი თავად გახდნენ და სტიქიური უბედურების დროს ტრაილერებში იმყოფებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, მეწყერმა რამდენიმე ტრაილერი ჩაიტანა. მძღოლებმა არაფერი იციან იმ მანქანების შესახებ, რომლებიც მათთან ერთად გზაზე მოძრაობდნენ. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება რამდენიმე მძღოლი. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ.
რაც შეეხება დამეწყრილი მონაკვეთიდან გამოყვანილ მძღოლებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი სტეფანწმინდაში გადაიყვანეს და სასტუმროებში განათავსეს.