-
2014-05-17 20:30
კოჯრისკენ მიმავალ გზაზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.
გარდაცვლილი მამაკაცი თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ცხოვრობდა. „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, მისი ცხედარი საცხოვრებელ სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მიასვენა.
მოქალაქე მირიან შ.-ძე ბიზნესმენია, მას წერეთლის გამზირზე რამდენიმე მაღაზია ჰქონდა გახსნილი. ჯერჯერობით დაუდგენელია, უკავშირდებოდა თუ არა მამაკაცის სუიციდი პროტესტს, ასევე დაუდგენელია, წინასწარ შეარჩია თუ არა მან სუიციდის ადგილად ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორია.
შსს ადასტურებს მომხდარ ფაქტს და აცხადებს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. რაც შეეხება თვითმკვლელობის ადგილს, შსს-ს ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა „კოჯრისკენ მიმავალ გზაზე მოხდა“. პრესსამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეტყობით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.