
დარიალის ხეობაში სტიქიური მოვლენის შემდეგ კონტაქტი შედგა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსა და საქართველოს შსს-ს შესაბამის სტრუქტურებს შორის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"სასაზღვრო საკონტროლო პუნქტის "ყაზბეგი (საქართველო) - ზემო ლარსი (რუსეთი)" რაიონში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსა და საქართველოს შსს შესაბამის დეპარტამენტს შორის დამყარებულია კონტაქტი. გვარდება აუცილებელი კოორდინაცია და ურთიერთქმედება", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.