ჯერ კიდევ 2013 წლის მარტში "მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა" გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც გეოლოგები დარიალის ხეობაში "დარიალიჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.
ერთ-ერთი გეოლოგი უჩა ზვიადაძე ამბობს, რომ ამ ადგილას 110 მეგავატი სიმძლავრის მეგაჰესისი მშენებლობა დაუშვებელია, რადგან "თუ მდინარე თერგს წყლის დიდ ნაკადს წავართმევთ, ეს მის დაშრობას არა, მაგრამ გადაგვარებას გამოიწვევს".
შეგახსენებთ, რომ დღეს დარიალის ხეობაში მთის მასივი ჩამოწვა და მასის ქვეშ აღმოჩნდნენ "დარიალიჰესის" მუშებიც, რომელთა ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. დარიალის ხეობაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც უკვე ვერტმფრენებიც ჩაერთნენ, ოფიციალურად არაა ცნობილი, არის თუ არა მსხვერპლი. მთის მასივის ქვეშ აღმოჩნდა რამდენიმე ტრაილერის მძღოლი და ადგილობრივი მოსახლეც.
შენიშვნა: "მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის" ვიდეომასალა, 2013 წლის მარტი.